მგლის ხროვის გადაადგილების წესები - აი, ნამდვილი საზოგადოება

  • digest.pia.ge
  • 2 ივლისი 19:32

მგლებს ცხოვრების და გადაადგილების საკუთარი, გამორცეული წესები აქვთ, მაგალითად:

პირველი სამი მგელი - ხროვის ყველაზე ხნოვანი და ავადმყოფი წევრები არიან, ისინი აუცილებლად წინ ივლიან, რადგან ხროვის ბოლოში ყოფნისას შეიძლება, ჩამორჩნენ და დაიღუპონ.
თან გადაადგილების სიჩქარეს, სწორედ ეს ნაწილი განსაზღვრავს.


მათ მოსდევთ, 5 ძლიერი მგელი, რომლებიც მზად არიან წინ მიმავალი და მათ უკან მომყოლი ხროვა დაიცვან.


ამ ძლიერ ნაწილს მოყვება ხროვის ძირითადი ნაწილი, ძუ მგლები და ლეკვები. მათ კი უკან კვლავ 5 უძლიერესი მგელი მოყვება, რომელიც პასუხისმგებელია ხროვის უსაფრთხოებაზე.


ხროვის ბოლო წევრი მათი ბელადია, რომელიც ყველას ხედავს და აკონტროლებს.


ასეთი „სოციალური“ ცხოველია მგელი - თავის ოჯახზე პასუხისმგებელი და სუსტების დამცველი. ეს არის ნამდვილი საზოგადოება !!!

სრული ვერსიის ნახვა digest.pia.ge