ივანიშვილი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს

  • commersant.ge
  • 2 ივლისი 18:39

ონლაინგამოცემა „კომერსანტი“ პარტია, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მეგობარზე დაყრდნობით, წერს, რომ ოლიგარქი ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალურ პარკს მოაწყობს.

„კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის პრეზიდენტმა თემურ ტყემალაძემ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროექტის ავტორიცაა, განუცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცის განვითარების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია იმუშავებს. 
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის არ არის გასაჯაროებული.

ცნობისათვის: თბილისის მერიამ ძველი იპოდრომის ტერიტორია 2007 წელს გაასხვისა. ტერიტორია რამდენიმე ნაკვეთადაა დაყოფილი, ამ ნაკვეთების ნაწილი 2009 წლიდან შპს „ინვესტ კაპიტალის“ საკუთრებაში იყო; 2020 წლის ივნისში შპს „ინვესტ კაპიტალმა“ ძველი იპოდრომის ტერიტორია “ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ქართუს” მიყიდა.

სრული ვერსიის ნახვა commersant.ge