მარტივად ცხოვრების 3 წესი გერმანელი ქალებისგან

  • trend.ge
  • 2 ივლისი 16:47

გერმანელ ქალებს მარტივად ცხოვრებისტვის საკუთარი წესები აქვთ. მაგალითად ისინი თვლიან რომ თუ ვინმეს პირადი ცხოვრებით არ დაინტერესდები ცხოვრება უფრო მშვიდი და საინტერეოსო იქნება. ასევე გერმანელებს მიაჩნიათ, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში აუცილებელია იყო უბრალო.

გთავაზობთ გერმანელების ცხოვრების 3 წესს, რომელიც სიმშვიდეს და ჰარმონიას მოგიტანთ:

1. სხვა ადამიანების პირადი ცხოვრება - მათი პირადი საქმეა

ბევრს გაუკვირდება, მაგრამ გერმანელებს არ უყვართ ლაპარაკი სხვისი პირადი ცხოვრების შესახებ. საკუთარი შინაგანი განცდების ან პრობლემების შესახებ შეიძლება მოუყვე დას ან დედას, მაგრამ თუ ნამდვილად გინდა ეს. არასასიამოვნოა, როცა დაუკითხავად ერევიან შენს ცხოვრებაში. 

2. საჭიროა იყო უფრო უბრალო

ქალი ძალიან იშვიათად მალავს რაიმეს ან ხლართავს ინტრიგებს. თუ მას რაღაც არ მოსწონს, ამას პირდაპირ იტყვის. თუ მას მეგობარ ქალთან შეხვედრაზე წასვლა დაეზარება, არ დაიწყებს მიზეზების ძებნას, უბრალოდ იტყვის, რომ დღეს სტუმრობის ხასიათზე არაა. 

3. მამაკაცს არ უყურო როგორც პრობლემების გადაჭრის საშუალებას

ადამიანების ცხოვრება მუდმივი არ არის. თქვენმა მეორე ნახევარმა შეიძლება დაკარგოს სამსახური, წავიდეს თქვენგან ან უბრალოდ დატოვოს სამყარო. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ არის ვიღაც, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს მძიმე წუთებში. მაგრამ თუ არ ისწავლით საკუთარი პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრას, მერე უფრო რთული იქნება. თქვენ ორი ზრდასრული ადამიანი ხართ, და ერთმანეთს ცხოვრება უნდა შეუმსუბუქოთ.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge