6 უკუჩვენება, რომელიც ტატუს ახასიათებს

  • 2 ივლისი 15:56

დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია, ტატუს გაკეთების მსურველებს, მოსალოდნელი რისკებზე რეკომენდაციებს აწვდის.

 

 


როგორც ექიმი იტყობინება, ვიდრე ტატუს გაკეთების მსურველი სხვადასხვა წყაროებიდან (ახლობელ-მეგობრებისგან)დაუზუსტებელი და არასარწმუნო ინფორმაციიას მიიღებს აუცილებელის კონსულტაცია ექიმთან გაიაროს.


თელიას ცნობით, ხშირია შემთხვვები როდესაც ტატუ კანის კობოს გამომწვევი მიზეზი ხდება. ექიმის პოსტს დაიჯესტი მცირე ცვლილებით გთავაზობთ:


გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა განხილულ იქნას შემდეგი:


● ტატუს გაკეთებით მიღებული პოტენციური ხანგრძლივი შედეგები;


● წახალისება, ხელშეწყობა ტატუს გაკეთებამდე ადამიანი ელაპარაკოს ვინმეს ვისაც უკვე აქვს ტატუ და/ან იმას ვინც უკვე მოიშორა ტატუ;


• შეხსენება, რომ ტატუ არის მუდმივი. შეთავაზება პირველად გაიკეთოს დროებითი ტატუ იმისათვის, რომ დაინახოს, თუ როგორია, როდესაც გაქვს ტატუ;


• განხილულ იქნას ის სირთულეები, რაც ტატუს მოშორებას ახლავს თან;


• ინფექციური და არაინფექციური გართულებების პოტენციალი;


• ინფორმაციის მიწოდება, რომ ტატუს სრულად მოშორება შესაძლოა ვეღარ შეძლონ.


 


ტატუს გაკეთების უკუჩვენებები:


1. სისტემური იზოტრეტინოინით მკურნალობა (აკნეს მკურნალობა);


2. კელოიდის (ნაწიბურის) ფორმირების ისტორია ანამნეზში;


3. მელანომის (კანის კიბო) არსებობა;


4. კობნერის ფენომენის არსებობა (Koebner phenomenon) - კანის დაზიანების დროს გამონაყრის ფორმირება;


5. იმუნური სისტემის დაავადებები (იმუნოკომპრომიტირებული მდგომარეობები);


6. სისხლდენის პრობლემები.


 


ჯანმრთელობის რისკები:


1. ლოკალური ინფექცია - სტაფილოკოკი, მიკობაქტერია, ჰერპესი, პაპილომა ვირუსი - აქტივაცია; ყველაზე მეტი რისკია ტატუს გაკეთებიდან პირველი 3 კვირიზ განმავლობაში;


2. სისტემური ინფექცია - B და C ჰეპატიტი, HIV (შიდსი), ინფექციური ენდოკარდიტი (გულის ინფექცია), სეფსისი;


3. კანის რეაქცია - შეძენილი ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია ტატუს პიგმენტზე, სკლეროდერმას-მსგავსი რეაქცია, გრანულომატოზური რეაქცია, კელოიდის და ჰიპერტროფიული ნაწიბურის ფორმირება


4. დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციების ხშირია პერმანენტული ტატუების დროს, რომლის გასაკეთებლად პიგმენტში იყენებენ მეტალის მარილებს - ვერცხლისწყალი, ქრომი, კადმიუმი, კობალტი, ნიკელი.


 


მომზადება ტატუს გასაკეთებლად


● უნდა მოხდეს კანის გაწმენდა ალკოჰოლით და ბეტადინით (იოდი);


● ტატუს გაკეთების შემდეგ აუცილებელია ტატუირებულ ადგილას თეთრი ვაზელინი (Petroleum Jelly) წასმა ან სხვა იდენტური მალამოს გამოყენება სეროზულ-ჰემორაგიული სითხის გამოჟონვის პრევენციისათვის;


● აუცილებელია ტატუირებული უბანი გაწმენდილ იქნას 2-ჯერ დღეში ანტიმიკრობული საპნით


● ტატუს მოშუშებისათვის საჭიროა დაახლოებით 2 კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში ინფექციის განვითარების რისკი მატულობს. თავიდან უნდა იქნას აცილებული ცურვა, წყალში ყოფნა, პირდაპირი შხაპი ტატუირებულ უბნებზე.


● უნდა მოერიდოთ მზის სხივებს, გამოიყენოთ მზის დამცავი თუ მზისგან მორიდება ვერ ხერხდება. ატაროთ თავისუფალი ტანსაცმელი რომელიც ტატუირებულ უბანთან ნაკლებ შემხებლობაში იქნება


კიბო - დღეისათვის ტატუს პიგმენტის ადგილობრივი ან სისტემური კარცინოგენური ეფექტი ზუსტად არ არის დადგენილი. ტატუს მელანის ზოგი კომპონენტი International Agency for Research on Cancer-ის მონაცემებით ადამიანისათვის კარცინოგენად (კიბოს გამომწვევი) ითვლება.


ესენია მაგალითად - კადმიუმი და კადმიუმის კომპონენტები, კობალტის სულფატი და სხვა ხსნადი კობალტის მარილები, შავი ნახშირბადი (cadmium and cadmium compounds, cobalt sulfate and other soluble cobalt salts, carbon black).


თუმცა ლიტერატურის მიხედვით (1938-დან 2018 წლის ჩათვლით) მხოლოდ 64 კანის კიბოს შემთხვევაა დაფიქსირებული ტატუს გაკეთებით გამოწვეული.


უფრო მაღალი ხარისხის კვლევებია საჭირო ტატუს ზუსტი კარცინოგენურობის დასადგენად“.