ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ ქუჩას გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა

  • imedinews.ge
  • 20 ნოემბერი 13:32

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ერთ-ერთ უსახელო ქუჩას მომღერალ გიო ხუციშვილის სახელი მიენიჭა.

როგორც imedinews-s სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, ვარსკვალავის სახელი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, ყაზბეგის ქუჩის დამაკავშირებელ მონაკვეთს დაერქვა. 


მომღერლის სახელობის ქუჩის გახსნა ოფიციალურად მომავალ კვირას, საკრებულოს წარმომადგენლებთან, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად იგეგმება.


მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი 2018 წლის 11 ივნისს, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას გარდაცვალებამდე ვარსკვლავიც გაუხსნეს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge