პუტინის მიერ საქართველოში ფრენებზე სანქციებმა რუსული ავიაკომპანიები 1,3 მლრდით დააზარალა

  • 20 ნოემბერი 13:26

რუსეთის მთავრობა ადგილობრივ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების აკრძალვის სანაცვლოდ კომპენსაციის ანაზღაურებას დაჰპირდა, მაგრამ ირკვევა, რომ აღნიშნული გადაიფიქრა.

 

რუსული ავიახაზები ხელისუფლებას სთხოვენ ანაზღაურდეს 3,2 მლრდ-ის ოდენობის ზარალი, რომელიც მათ მიადგათ, საქართველოში მომხდარი ივლისის მოვლენების შემდეგ, შეწყვეტილი ფრენების საპასუხოდ.


რუსი გადამყვანების დათვლით, ყველაზე მეტი თანხა - 1,3 მლრდ. "ურალის ავიახაზებმა" დაკარგა. "აეროფლოტმა" და "S7"-მა დაახლოებით 600-700 მლნ, ხოლო ? "პობედამ" 500 მლნ. რუბლის ზარალი განიცადეს.


ავიაკომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართულებით მფრენი ხომალდები სრული აგვისტო გაჩერებულები იყვნენ. სხვა მიმართულებებზე მათი გადაყვანა კი ავიახაზებს ბილეთების ფასის მნიშვნელოვან შემცირებას აიძულებდა.


თავის მხრივ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო კომპენსაციის გადაცემას არ ჩქარობს. უწყებაში თვლიან, რომ დაგეგმილი ფრენების შეუსრულებლობას პირდაპირი ზარალი არ გამოუწვევია. ერთ-ერთი ავიაკომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა "ვედომოსტის" განუცხადა, რომ ამ საკითხს განხილვა საერთოდ უშედეგოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა კვლავ განახლდება.


21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თბილისში განხორციელებული პროტესტის ფონზე ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენების შესრულება აეკრძალათ.