სოხუმის ახალ რაიონში 4 ავტომობილი ერთდროულად დაიწვა - ვიდეო

  • 20 ნოემბერი 13:06

სოხუმის ახალ რაიონში რამდენიმე ავტოფარეხი ერთდროულად დაიწვა

სოხუმში, ახალ რაიონში, ავტოფარეხში გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ავტომობილი დაიწვა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, რომ ცეცხლს ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომობილით აქრობდნენ.


ხანძრის შედეგად ორი ავტოფარეხი სრულად და იმდენივე ნაწილობრივ დაიწვა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დრომდე ადგენენ.