,,გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი…” – 19 წლის ბიჭი სიყვარულის გამო დასაჯეს?!

  • resonancedaily.com
  • 2 ივლისი 10:18

ნიკა გვარამიამ გადაცემაში „მთავარი აქცენტები”, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან განაცხადა, რომ აგარაკზე დაპირისპირება გოგონას გამო დაიწყო.

სანდო წყარო გვვარამიას უყვება, რომ გოგოს, რომელიც ჩიქოვანს უყვარდა, შაქარაშვილის შეყვარებული იყო და იმ ღამეს საჩხუბრად ამოყვანილმა ბიჭებმა შაქარაშვილი ამის გამო დასაჯეს.


„მე ვისაუბრებ იმას, რაც დღეს ჩვენთვის გახდა ცნობილი. ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერსი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო „აფსაიდში".


აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ, ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში”, – განაცხადა გვარამიამ.

სრული ვერსიის ნახვა resonancedaily.com