დღის რჩევა: საკვებ რაციონში შეიტანეთ კომბოსტო და ლობიო

  • fortuna.ge
  • 2 ივლისი 10:08

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანის გულ-სიხლძარღვთა სისტემას გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. ასე რომ, დღეს ეცადეთ, მეტად დაისვენოთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, წყლის პროცედურებისათვის, ინსტრუმენტებისა და ტექნიკის შესაძენად, ლაშქრობებისთვის, უცხოელებთან კონტაქტისათვის, კაპიტალდაბანდებისათვის, საიუბილეო საღამოებისათვის. მორიდეთ დაპირებების გაცემას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. საკვებ რაციონში შეიტანეთ კომბოსტო და ლობიო.

ჯანმრთელობა – სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი საზარდულის მიდამო და მენჯ-ბარძაყის ძვალი. ოპერაციები ამ ორგანოებზე, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – წითელი, ყვითელი, იისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, სერდოლიკი, საფირონი, იაგუნდი და ლაზურიტი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge