"ჩიკას" ქმარი "ჩემი ცოლის დაქალებს" არ უყურებს

  • primetime.ge
  • 20 ნოემბერი 12:58

"მასტერშეფის" ჟიურის, კონსტანტინე თედელურს ახლადშერთული ცოლი, "ჩცდ"-ს მსახიობი ანი ჩირაძე - "ჩიკა" გემრიელი ბაჟეთი ანებივრებს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" კოტემ თავად გაუმხილა.

თუ როგორ აფასებს ცოლის სამსახიობო მონაცემებს ქალაქში ცნობილი მზარეული ქმარი, ამას ამ ბლიციდან შეიტყობთ.


კოტესთან  საუბარში გამოიკვეთა, რომ პროფესიონალი შეფ-მზარეულების უკან კარგი მზარეული დედები დგანან. 


კონსტანტინე თედელური: - გემოები რეცეპტორებში ბავშვობიდან ჯდება, რომელიც მერე ვითარდება. თუ უგემურ საჭმელს ხარ მიჩვეული, შენთვის ის არის გემრიელი და რეალური აღქმის ფაზაში ვეღარ გადადიხარ. დედა საუკეთესო მზარეულია. 


- ბავშვობიდან გამოყოლილი საყვარელი კერძი რომელია თქვენთვის?


- მაწვნის სუფი და შემწვარი კარტოფილი. 


- რომლის მომზადებასაც დედას დღემდე თხოვთ?


- კი, კი...


- და ახლადშერთული ცოლის მიერ მომზადებული რომელი კერძი მოგწონთ?


- ბაჟე. 


- მშიერს გახვედრებთ საჭმელს?


- ვერ ვიტყვი, რომ ისე განებივრებული ვარ, რომ საჭმელი ხშირად მხვდება.


- ანის არ "ეშინია" თქვენთვის სადილის მომზადება?


- არა, ჩვენ ხომ ერთნი ვართ?! ჩვენს შორის რაც ხდება, ხდება იმიტომ, რომ ერთმანეთი გავზარდოთ. ერთმანეთს ჯანსაღი კრიტიკით ვუდგებით და არა ჯიბრით - ვინ აჯობებს... 


- და თქვენ როგორ აფასებთ ანას როგორც მსახიობს?


- ვერ ვაფასებ, მის სერიალს არ ვუყურებ. რაც მაქვს ნანახი, ვგონებ, ქართველი თბილისელი გოგონების ტიპაჟს ზუსტად გადმოსცემს. 




სრული ვერსიის ნახვა primetime.ge