საბედისწერო 6 წუთი, როცა სავარაუდოდ შაქარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ (ვიდეო)

  • 2 ივლისი 00:05

„მთავარმა არხმა“ შაქარაშვილის საქმის პროკურატურის მიერ დამალული კადრები მოიპოვა. 6 წუთიან ვიდეოში ჩანს თუ როგორ ჩერდება ბენზინგასამართ სადგურთან „ტოიოტა კამრი“, საიდანაც ადამიანები გადმოდიან და გარბიან დაუდგენელი მიმართულებით. 

 

ნიკა გვარამიას თქმით, დამალულ 6 წთ-იან ვიდეოში ასახულია, როგორ მიმდინარეობს დევნა და თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე.


„ამაზე გვეუბნებიან, ეს იმიტომ ამოვჭერით, რომ აზრი არ ჰქონდაო. სინამდვილეში, მთელი აზრი ამ ნონ-სტოპივით კადრს აქვს. ჩვენ ვხედავთ, ეს ადამიანები ჩარბიან და რაღაცა საქმეზე არიან. იქ მიმდინარეობს თავდასხმა გიორგი შაქარაშვილზე. მაღალი ალბათობით ეს არის ზუსტად ის ეპიზოდი..",- ამბობს ნიკა გვარამია.