ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

  • funtime.ge
  • 1 ივლისი 23:41

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე.

 
 

წინაპრების კარმის მფარველობის ქვეშ არიან:



მერწყული


მერწყულის ნიშნის ქვეს დაბადებული ადამიანები ბავშვობიდან გამოირჩევიან უნიკალური მონაცემებით. ისინი შორსმჭვრეტელები არიან, შეუძლიათ მომავალიც იწინასწარმეტყველონ და ყველა ის ხიფათიც გამოთვალონ, რაც წინ ელით. ამის წყალობით მერწყული მარტივად არიდებს თავს პრობლემებს და ცხოვრებაში დიდ წარმატებებსაც აღწევს. ასეთი ნიჭი კი სწორედ გენების დამსახურებაა.



კირჩხიბი



კირჩხიბებს ძლიერი ინტუიცია აქვთ, რაც მათ გაურკვეველი ვითარების დროს თავის გადარჩენაში ეხმარება. წინაპრების ღვაწლის დამსახურებით, მათში ბავშვობიდანვე ჩადებულია პროგრამა, რომელიც ცხოვრებაში ბევრის მიღწევის უფლებას აძლევს. კირჩხიბებმა ქვეცნობიერის დონეზე იციან, რისკენ უნდა ისწრაფოდნენ, თუმცა მშიშარა ხასიათის გამო ხშირად გზიდან უხვევენ. წინაპრების კარმის გავლენა, ბოლოს და ბოლოს, მათ შიშს სძლევს და კორჩხიბები მაინც დგებიან სწორ გზაზე, თუმცა ზოგჯერ - დიდი დაგვიანებით.



მორიელი



ასტროლოგებმა ზოდიაქოს ამ ნიშანს შეარქვეს „საიდუმლოებების ზადახშა “. არავის შეუძლია, მორიელივით მარჯვედ შენიღბოს თავისი ჭეშმარიტი ზრახვები და ხასიათის თავისებურებები. სწორედ ამ უნარის წყალობით, რომელიც მას წინაპრებისგან ერგო, იგი ცხოვრებაში ბევრს აღწევს, თანაც ძალიან მსუბუქად და ძალდაუტანებლად.



თხის რქა



თხის რქა გამორჩეულად ფრთხილი და რაციონალური ნიშანია, რომელიც არასდროს უშვებს შეცდომებს. მას ხასიათის ეს თვისებები წინაპრებისგან გამოყვა. თხის რქა მხოლოდ კარგად გააზრებულ და აწონილ გადაწყვეტილებებს იღებს. ამიტომ ამ უნარის მქონე ადამიანებს შორის პრაქტიკულად ვერ შეხვდებით ღარიბს. და თუკი ათასში ერთ გამონაკლისს შეხვდებით, ეს მისი სიზარმაცია ბრალია.
 
 


 
სრული ვერსიის ნახვა funtime.ge