ახმეტაში გველმა ქალი დაკბინა

  • report.ge
  • 1 ივლისი 22:16

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში, საჯარო სკოლის მეორე სართულზე, შენობის კართან ქვეწარმავალი მოკლეს. როგორც სკოლის დირექტორმა, გიორგი ბუღრიძემ Report.ge-ს განუცხადა, სოფელში ქვეწარმავლების შემოსევაა.

 

„დიდი რაოდენობით არის ქვეწარმავლები სოფელში და სკოლაშიც. წინა კვირას, იყო შემთხვევა, როდესაც ორი მოვკალით და დღეს კინაღამ თანამშრომელი დამიკბინა. წამებში გადარჩა ჩემი თანამშრომელი, რადგან სავარაუდოდ ქვეწარმავალი იყო ნაკვები. მეორე სართულის შესასვლელ კარებთანაც იყო უკვე რამდენიმე. ორ მეტრზე უფრო დიდი ზომის გველების შემოსევაა და ამხელა არასოდეს ყოფილა აქამდე."- განაცხადა სკოლის დირექტორმა.


 

სრული ვერსიის ნახვა report.ge