გიორგი აბშილავა: "გოგო, რომელიც იტყვის, რომ სოფელში არ იცხოვრებს, ჩემი ცოლი ვერ გახდება"

  • 20 ნოემბერი 12:30

25 წლის ბიჭმა გიორგი აბშილავამ ერთ მშვენიერ დღეს თბილისი დატოვა და 79 წლის ბებოს ოცნება აუსრულა, საცხოვრებლად სოფელში ჩხოროწყუში გადავიდა. უკვე 5 თვეა რაც გიორგი სოფელში ცხოვრობს.

ჩხოროწყუში საკუთრი ადგილი და საქმე უკვე მოძებნა- ბავშვებს ცეკვას ასწავლის, შინ კი ბებოს ეხმარება მეურნეობის გაძღოლაში. ცხოვრების ახალ სტილზე გიორგი "სარკესთან" საუბრობს.


გიორგი სოფელში წასვლის მიზეზზე საუბრობს, როგორც ის ამბობს სოფელში აქვთ სახლი სადაც ის გაიზარდა.


"ერთელ მეგობრებთან ერთად ჩავედი სოფელში. გვსურდა ახალ წელს ბუხართან შევხვედროდით. ჭიშკარს ბოქლომი ედო, კარი დალურსმნული, ჩაკეტი იყო და ეს ჩემთვის დიდი ტრავმა იყო. სახლში ობის სუნად ყარდა ყველაფერი, ყველგან ობობის ქსელი იყო, იმ საღამოს არ დამძინებია, წარსულზე ვფიქრობდი რა ბედნიერება იყო ამ სახლში როგორი ჟრიამული სუფევდა და ბოლოს როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა"-ამბობს გიორგი.


გიორგის გადაწყვეტილების შესახებ მამამის არ სჯეროდა, თუმცა გაუხარდა, რომ მის ფესვებს უბრუნდებოდა, რაც შეეხება გიორგის მეგობრებს ისინი ფიქრობდნენ, რომ სოფელში გიორგი ვერ გაძლებდა.


"ძალიან რთულია, როდესაც ქალაქის რიტმულ ცხოვრება ხარ შეჩვეული და უცებ სოფელში ჩადიხარ, სადაც მძის ჩასვლის შემდეგ მხოლოდ ძაღლები ყეფენ. სოლფეში ძალიან ჭირს ცხოვრება ეს პრობლემა კი ქალაქიდან არ ჩანს"- თქვა გიორგი აბშილავამ "სარკესთან".


გიორგი, როგორც თვითონ ამბობს 79 წლის ბებოს საოჯახო საქმეებში ეხმარება ზამთრის მარაგიც ერთად გააკეთეს და ბებო გიორგის საუკეთესო მეგობარია, "ერთდაერთი მეგობარი მყავს ბებო, რომელსაც ვუყვები, როგორ ჩაიარა დღემ."


გიორგი ასევე "სარკესთან", პირად ცხოვრებაზეც საუბრობს, ის ამბობს, რომ მისი მეუღლე იცხოვრებს იქ სადაც გიორგი იქნება ის კი სოფლიდან წასვლას არ აპირებს.


"ჩემს მეუღლეს სიმშვიდეს, დალაგებულ, რიტმულ და საინტერესო ცხოვრება ვპირდები"- თქვა გიორგი აბშილავამ.