ვიოლა ფონ კრამონი: ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში

  • 1 ივლისი 19:25

„სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო,“ - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

ევროპარლამენტარის თქმით, პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება გადამწყვეტი იყო.


„ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას. სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო. შენ შეგიძლია დემოკრატიულ სიმწიფეს მიაღწიო იმით, თუ რამდენს დაუთმობ ოპოზიციას. ვფიქრობ, უკანასკნელი მოვლენები საკმაოდ მნიშვნელოვანი დათმობა იყო. ვფიქრობ, ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.