რას ამბობენ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულები

  • imedinews.ge
  • 1 ივლისი 18:15

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებები დაახლებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი. ამ ვადაში იქნება ექსპერტიზის შედეგი, რაც პასუხს გასცემს შეკითხვას, არის თუ არა 19 წლის ფეხბურთელის ჩანთაზე სხვა პირის დეენემის კვალი. პირველადი დათვალიერებით, ცხედარს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებოდა, თუმცა სახეზეა ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება.

გიროგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. რას აცხადებენ „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში მსხდომი მოწმეები და არის თუ არა მათი ჩვენებები ერთმანეთისგან გამნსხვავებული?


„შევანელე მანქანა, რათა მათთვის მეკითხა, რომ არ იცოდნენ ჩვენი ორი მეგობრის ლ.შ. და გ.მ.-ს ადგილასამყოფელი. როდესაც მე შევანელე მანქანა, ისისნი უკან გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. როდესაც ჩვენ მათ უკან გავყევით, გზიდან მოშორებით შევნიშნეთ ერთი მათგანი, რომელიც უკან, ჩვენი მიმართულებით მოდიოდა ფეხით, მას სხეულზე ეტყობოდა ნაკაწრები, სავარაუდოდ, ეკლებისგან იყო დაკაწრული სხეულზე. ჩვენ მან გვითხრა, რომ იყო სახელად გურამი, რომ მას მცხეთაში მომხდარი ჩხუკბის დროს მონაწილეობა არ მიუღია და არაფერ შუაში არ იყო. ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ წამოსულიყო ჩვენი მანქანით თბილისში. ის დაგვთანხმდა და გამოგვყვა“ - აცხადებს ვახო ჩიქოვანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში:


ვასილ მახარაძე კი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ როდესაც ადგილზე მივდნენ დაინახეს, რომ მისი ეკიპჟის წევრებს იქვე არსებული ბუჩქიდან ამოყვანილი ჰყავდათ ერთი პირონვნება, რომელსაც ესაუბრებოდნენ და ამშვიდებდნენ.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს.


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge