გერმანია საზღვრებს საქართველოს და კიდევ 10 ქვეყანას გაუხსნის

  • pia.ge
  • 1 ივლისი 18:00

ევროკავშირმა 1-ლი ივლისიდან 15 არაწევრი ქვეყნისთვის საზღვარი გახსნა, მათ შორის არის საქართველოც. ევვროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა საკუთარი შემცირებული სიაც გამოაქვეყნეს, საქართველო კვლავ მოხვდა იმ 11 ქვეყანას შორის, რომელთა მოქლაქეები გერმანიაში შესვლას შეძლებენ.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს გარდა, ქვეყნის საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ: კანადის, ურუგვაის, მონტენეგროს, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, ტაილანდისა და ტუნისის მოქალქეებს. ასევე იაპონიის, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის მოქალაქეებსაც, ოღონდ იმ პირობით, თუ თავად ეს უკანასკნელი ქვეყნებიც გახსნიან საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. გამკაცრებულ გერმანულ სიაში ვერ მოხვდა ალჟირი, მაროკო, რუანდა და სერბეთი.


გერმანიის გარდა, სია შეამცირა ჩეხეთმაც - სიაში დარცენილ 8 სახელმწიფოს შორის საქართველო ვერ მოხვდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge