სისხლის კვალი - შაქარაშვილის საქმის დეტალები (ვიდეო)

  • 1 ივლისი 18:09

ტელეკომანია „პირველი“ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის  ვიდეოს აქვეყნებს, სადაც შაქარაშვილი მცხეთის ხიდზე მეგობრებთან ერთად გადაადგილდება.

 

კადრში ჩანს დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახტანგ ახვლედიანი. რომელსაც თეთრ პერანგზე სისხლის კვალი აღენიშნება. ვიდეოში ისმის ხმა, რომ „ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა", თუმცა ჯერჯერობით უცნობია საიდან მოხვდა სისხლის კვალი ახვლედიანის პერანგზე.


ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ ახვლედიანს აგარაკზე კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღია. ვიდეოში კი მას ქათამაძე ეკითხება ვისი კვალია პერანგზე, რაზეც გიორგი შაქარაშვილი ამბობს, რომ ეს არის სისხლის კვალი.