,,მე, ჩემი მიწა წყლის ნახვისთვის, ვიღაცას ჯიბეს არ უნდა ვუვსებდე!!" - თამარ ივერი

  • 1 ივლისი 17:34

ქართველი მეცოსოპრანო თამარ ივერი, გრაცის (ავსტრია) საოპერო თეატრების სოლისტი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა.

დაიჯესტი ივერის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოში, საკუთარი მიწა-წყლის მონახულებაში ქართველი კაცი სიმბოლურ ფასს (ისიც ამ ადგილის მოსავლელ თანხას) მხოლოდ 1 ლარს უნდა იხდიდეს!! სამწუხაროდ, დიდ მაფიოზურ კლანს აქვს თათი დადებული ჩვენი ღირსშესანიშნაობების ნახვის "ბიზნესზე" და ხალხმა ამაზე ხმა უნდა აიმაღლოს!!!!! ტურიზმის დეპარტამენტი ამ ყოველივეზე დუმილი და "მწვანე შუქი" იწვევს სრულიად ჯანსაღ და საფუძვლიან ეჭვს რომ ისინიც ჩართულნი არიან ამ "ბიზნესში".


მე, ჩემი მიწა წყლის ნახვისთვის ვიღაცას ჯიბეს არ უნდა ვუვსებდე!! უნდა ვიხდიდე მხოლოდ სიმბოლურ თანხას,რაც უშუალოდ ამ ადგილის მოსავლელად იქნება გამოყენებული.აბსოლუტურად ყველა ტურისტულ კერაზე ერთი და იგივე საყვლეფი სიტუაციია,რაც ისედაც გაღატაკებულ საქართველოს მოქალაქეს კიდევ "ყრონტში უჭერს" და ჟანგბადს უკეტავს და ამ ცოდვილი ფულით ერთეულები ვილებს იშენებენ!!!!


და კიდევ,ძალან ცუდი და არადემოკრატიული ქცევაა,როდესაც ქართველს 20 ლარს ახდევინებ და უცხოელს 40ს.ისინი ამ ტარიფების დაფას კითხულობენ,ისინი ამას ხედავენ,ხვდებიან და ეს ყოველივე საშინლად შეურაცმყოფელია მათთვის ფსიქოლოგიურად!!!!!! ეს არ შეიძლებაა!!!!! ეს ამორალურია!!! ამას ათი თავით სჯობს ის ფაქტი რომ იმ უცხოელმა იცოდეს რომ ქართველისთვის უსასყიდლოა შესვლა,რადგან სახელმწიფო აფასებს მის მოქალაქეებს,მხედველობაში იღებს მის მწირ შემოსავალსაც და ფულს არ ახდევინებს მას მისივე მიწა წყლის ნახვაში და უცხოელ ტურისტს კი ართმევს....ვიდრე ეწეროს ქართველი20₾ უცხოელი 40₾ .
ეს საოცრად უგვანო ტურისტული სტრატეგიაა ქვეყნის მხრიდან!!!!


დროა,ხალხმა ხმა გაარკვიოს რეალურად მართლა რას და ვის ემსახურება ქვეყნის "ტურისტული"" ბიზნესი" და საქართველოს მიწა წყალი იყოს ქართველი ხალხის და ვიღაცეების საკუთრება!!!!!!"- წერს თამარ ივერი.


თამარ ივერი ცნობილია, როგორც ქართველი მეცოსოპრანო. ის მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალია, რომელიც წლებია საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ცნობილ საოპერო თეატრის სცენებზე გამოდის და დიდი აღიარებითა და პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებასა თუ მსმენელთა წრეებში. თუმცა, მან საქართველოსა თუ საზღვარგარეთ, მხოლოდ თავისი საოპერო ნამღერითა თუ შესრულებით არ დაამახსოვრდა საზოგადოების დიდ ნაწილს თავი.


სწორედ მის სახელს უკავშირდება, ასევე ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება. სწორედ, თამარ ივერი ადანაშაულებდა კინწურაშვილს ნეპოტიზმში, არაპროფესიონალიზმსა და კორუფციაში, რის შემდეგადაც მაშინდელა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.


თამარ ივერს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მისი მამა, ასევე ოპერის მომღერალი იყო.