ახალი დეტალები გორში მოკლული პოლიციელის შესახებ

  • imedinews.ge
  • 1 ივლისი 16:39

გორში მოკლული პოლიციელის ცხედარი პროზექტურიდან ცოტა ხნის წინ სახლში გადაასვენეს.

ცხედარს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.


მეზობლების ინფორმაციით, თურქეთის ორი მოქალაქე ბერუაშვილის 13 ნომერში თითქმის ერთი წელი ცხოვრობდა და მათსა და მეპატრონეს შორის კონფლიქტი არასდროს ყოფილა.


მოკლულ პოლიციელს აივანზე ეძინა, რა დროსაც დანაშაულში ეჭვმიტანილმა მას ყელის არეში დანით დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მეუღლემ აღმოაჩინა და დახმარება მეზობლებს სთხოვა.


დანაშაულის ჩამდენი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა გაქცევის მცდელობა არ ჰქონია მეორე მდგმურს.


სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეზობლებმა გამოიძახეს, თუმცა დაზიანებული არტერიის გამო, ექიმებმა მისი დახმარება ვერ შეძლეს. მოკლულ პოლიციელს ორი შვილი დარჩა.


შსს ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge