ანატოლი ბიბილოვი: ქართული ბლოკპოსტი ​ჩორჩანაში ფეხში შერჭობილი ხიჭვივით სტკივა ჩვენს სახელმწიფოს, საჭიროა ქირურგიული ჩარევა

  • rustavi2.ge
  • 20 ნოემბერი 11:38

საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პრეზიდენტმა ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე განთავსებული ქართული პოლიციის ბლოკპოსტი ფეხში შერჭობილ ხიჭვს შეადარა.

ხიჭვი, რომელიც პრობლემას მთელ სხეულს უქმნის, ბიბილოვი ე,წ საზღვარზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვასაც სწორედ ამ პოლიციის პოსტის არსებობას უკავშირებს.


"როდესაც ადამიანს ფეხში ხიჭვი შეერჭობა, მთელი სხეული სტკივა. ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა ხიჭვის ამოღება. წარმოვიდგინოთ, რომ სხეული - ეს სახელმწიფოა, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ ხიჭვი მოიშოროს. ეს პოსტი - სწორედ ის ხიჭვია, რომელიც ჩვენი სხეულის, ჩვენი სახელმწიფოს ტკივილს იწვევს. პრობლემა ეხება ყველა ნაწილს. ზოგჯერ ტკივილისგან თავის დასაღწევად საჭიროა ქირურგიული ჩარევა და ექიმის დახმარება. ეს ექიმები, მე ვთვლი, რომ ხართ თქვენ და თქვენ შეგიძლიათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. ეს თქვენი კომპეტენციაა, შეიძლება ითქვას, თქვენი პირდაპირი მოვალეობა, რომ გადაწყვიტოთ ეს ამოცანა ან დაეხმაროთ მის შესრულებაში ქართულ მხარეს,"- განაცხადა ბიბილოვმა.


ბიბილოვის თქმით, შექმნილი სიტუაცია 2008 წელს აგონებს. მისი თქმით,  მაშინ ქართული მხარე პროვოკაციებს ეუთოს წარმომადგენლების მდუმარე თანხმობით აწყობდა.

სრული ვერსიის ნახვა rustavi2.ge