ლანა ნიკოლეიშვილი: რა სინდისით გძინავთ ამ ხნის მანძილზე მშვიდად?!

  • 1 ივლისი 16:01

ლაგოდეხში ექსკურსიაზე გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის სოფი ნიკოლეიშვილის დედა სოციალურ ქსელში მისი შვილის მასწავლებლებს მიმართავს.

მისი თქმით, ყველა პედაგოგს უნდა ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა გაცნობიერებეული, რასაც ბავშის მეთვალყურეობა მოითხოვს.


„დიახ, ყველა პედაგოგმა იცოდეს, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა სხვისი შვილების სადმე წაყვანას დაგეგმავს! აწი და ერთი წელია ჩემთვის ყველა და ყველაფერი სულერთია, გარდა იმისა, შვილი რომ ჩაგაბარეთ, ჩემი ხელით რომ ჩაგისვით ავტობუსში, უკან რატომ არ მომიყვანეთ და რა სინდისით გძინავთ ამ ხნის მანძილზე მშვიდად?!“ - წერს ლაგოდეხში, ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა.



საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო სკოლა „ალბიონი"-ს პედაგოგებს ნ.ს.-ს და ვ.ქ.-ს ბრალდება წარუდგინა გულგრილობის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.