"ასე მოვიგებთ ყველაფერს " - გიგა მაქარაშვილი

  • 20 ნოემბერი 00:47

საქალაქო სასამართლომ აქციის დაშლისას დაკავებული პირველი ექვსეული გაათავისუფლა.

 

"ასე მოვიგებთ ყველაფერს, ყველა პროცესს. სამარცხვინო პროცესი იყო",-ამბობს გიგა მაქარაშვილი.


მისი თქმით ყველაფერი კარგად დამთავრდება, რადგან სხვა მონაწილეებიც მართლები არიან და მათაც გააათავისუფლებენ. 


18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.


აღნიშნული 6 პირის სასამართლო პროცესი ხვალ 13:00 საათისთვის გადაიდო, მანამდე კი დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდნენ.