3 რამ, რაც საკუთარ თავს უნდა აპატიო

  • trend.ge
  • 1 ივლისი 11:28

საკუთარ თავს უნდა აპატიო, ნებისმიერი რამ, რაზეც აზრი შეიცვალე. 

 

მაგალითად:


1. მთელი ცხოვრება როგორ ექცეოდი საკუთარ თავს


თითოეული ტყუილი, რომელიც საკუთარ თავს უთხარი, თუ რატომ ვერ შეძლებდი მიზნის მიღწევას. თითოეული „მე საკმარისად კარგი არ ვარ“, რის გამოც არ გადადგი ნაბიჯი საკუთარი ოცნებისკენ.


შენ უნდა აპატიო შენს თავს, რომ მთელი ეს წლები, საკუთარი თავის საუკეთესო მეგობარი არ იყავი, რომ არ გქონდა თავდაჯერება და მოტივაცია. აპატიე და შეიყვარე შენი თავი, ზუსტად ისეთი, როგორიც ხარ და ზუსტად იქ, სადაც ახლა ხარ!


2. ადამიანი, რომელიც ვერასოდეს შეგიყვარებს


ადამიანი, რომლის სიტყვებიც ვერასოდეს შეავსებენ შენს სულს, რომლის სიყვარულიც იცოდი, არ გაამართლებდა. მაგრამ გიყვარდა, მთელი შენი გულით და ცდილობდი, რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო შენს გვერდით. საბოლოოდ კი მოგიწია შენი ცხოვრებიდან გაგეშვა. ვერავის აიძულებ უყვარდე, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს შენი სიყვარული. გაუშვი ეს ადამიანი შენი გონებიდან და აპატიე საკუთარ თავს მისთვის დახარჯული ემოციები.


3. გზა, რომლითაც ტკივილს ებრძოდი


სისულელეები, რომელებიც ტკივილის დასაფარად გააკეთე მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტის გამოხატულებაა. თითოეული ადამიანი განსხვავებულად ებრძვის ტკივილს და ეს სულაც არ გაქცევს ცუდ ადამიანად. ტკივილის შემდეგ უფრო ძლიერი ადამიანი ხარ, ყველაზე მთავარია, რომ ცხოვრებაში დასაბრუნებელი გზა იპოვე.

წყარო: trend.ge