ბერი ნიკოლოზის სახლთან მრევლი მანათობელი გულის ფორმის ბუშტებით დგას

  • imedinews.ge
  • 19 ნოემბერი 22:03

თბილისში, ბერი ნიკოლოზ, იგივე ნარიმან მაქარაშვილის, ფანჯრების წინ მრევლი მანათობელი ჰელიუმის ბუშტებით მივიდა, რომელსაც გულის ფორმა აქვს.

აღსანიშნავია, რომ ბერი ნიკოლოზი საქართველოს საპატრიარქოს კანონიკურ მორჩილებაში არ იმყოფება და არც მღვდელმოქმედებას ასრულებს. თუმცა მის საცხოვრებელ სახლთან მოქალაქეები ხშირად იკრიბებიან, უმღერიან, უგალობენ, ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ. მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ბერ ნიკოლოზს სასწაულების მოხდენა და მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია. 


მედიაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ნარიმან მაქარაშვილი 14 წელია მდუმარებაში ცხოვრობს. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge