,,კორონავირუსმა განიცადა მუტაცია და შესაძლოა, ის უფრო მეტად გადამდები გახდეს“ - პაატა იმნაძე

  • pia.ge
  • 30 ივნისი 14:00

„ძალიან ბევრ ქვეყანაში მეორე ტალღა უკვე არის. მას შემდეგ, რაც გაიხსნა რაღაც ბიზნესაქტივობები, კორონა შემობრუნდა და ფართოდ გავრცელდა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

„არის გარკვეული მუტაცია, რომელიც თებერვალ-მარტში წარმოიშვა ევროპაში. კორონას რომ "გამოშვერილები" აქვს, რითიც უჯრედებს ემაგრება და მერე მასში შედის, იმის მუტაცია მოხდა. ამან ვირუსს გაუადვილა უჯრედში შეღწევა - მარტივად რომ გითხრათ. ეს არ არის მთლად კარგი მოვლენა, პირველი საყურადღებო მუტაციაა, რომელიც განიცადა ამ ვირუსმა. ვისაც კორონა გადატანილი აქვს, შეიძლება ამ მუტაციაზე იმუნიტეტი არ ჰქონდეს“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.


იმნაძემ განმარტა, რომ შესაძლოა, მათ ვისაც გადატანილია აქვს მუტაციამდელი კრონავირუსი, ახალ შტამზე ანტისხეულები არ აღმოაჩნდეს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge