ქაშიბაძე: „ქალის მდგომარეობა, რომელსაც შეყვარებულმა ცეცხლი წაუკიდა, მძიმეა“

  • progressnews.press
  • 30 ივნისი 13:58

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, დიდუბეში დამწვარი ახალგაზრდა ქალის მდგმარეობა მძიმეა და ის რეანიმაციაში იმყოფება.

„ახალგაზრდა გოგო რეანიმაციაში იმყოფება. სხეულის 37 პროცენტი აქვს დამწვარი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა”, - აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორმი გუგა ქაშიბაძე.


თბილისში, დიდუბეში 24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანატოლ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.


ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


 

სრული ვერსიის ნახვა progressnews.press