,,თქვენი თაობა, დარწმუნებული ვარ, მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“ – ამირან გამყრელიძე

  • imedinews.ge
  • 30 ივნისი 13:47

უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ახალი ვირუსის შესახებ. მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს. აღნიშნული შტამი ცოტა ხნის წინ გაჩნდა და მისი მატარებელი ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალი ვირუსის შესახებ განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება.


„ე.წ. ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 21-ე საუკუნის, რომელიც მოჰყვება იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკოლოგიაში, გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება და აშ. ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. ამიტომ ნუ შეშინდებით, მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება. როდესაც კორონავირუსულ პანდემიას მოვილევთ, დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობა მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.


ასევე დაგაინტერესებთ:


ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევის პოტენციალი აქვს

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge