10 სახალისო ფრაზა სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“

  • trend.ge
  • 30 ივნისი 13:48

გთავაზობთ ფრაზებს ლეგენდარულ სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“, რომლებიც, სახალისოსთან ერთად, საინტერესოცაა:

1. ქალს გააჩნია უფლება, გამოიყენოს ნებისმიერი საშუალება მიზნის მისაღწევად.

2. იმისათვის, რომ განთავისუფლდე ერთი დამღუპველი ვნებისგან, უნდა გადაერთო უფრო დამღუპველზე.

3. სექსი - ეს არის ის, რაც ხდება ორ მოსიყვარულე ადამიანს შორის. ან ორ ადამიანს შორის, რომლებსაც უყვართ სექსი.

4. პრობლემა არა თეძოებშია, არამედ თავშია.

5. პარადოქსია: როცა ვიღებთ იმას, რაც გვინდოდა, ჩვენ ეს უკვე აღარ გვჭირდება.

6.  ჩემი ძენ-ბუდიზმის მასწავლებელი ამბობდა, რომ ერთადერთი გზა ბედნიერებისკენ, არის იცხოვრო აწმყოთი და არ იფიქრო მომავალზე. როგორც მიხვდით, ის მარტო მოკვდა და სრულიად უფულოდ.

7. მამაკაცი 34 წლისაა, ფული არ აქვს, სახლი არ აქვს, მაგრამ უცოლოა - და მასზე როგორი მოთხოვნილებაა! ქალი 34 წლისაა, შესანიშნავი სამსახური, ბრწყინვალე ბინა, ის მარტოა და ეს ტრაგედიაა...

8. მამაკაცის შეცვლის მცდელობა ამაოა. ერთადერთი, რისი შესწორებაც შეიძლება, - ეს ვარცხნილობა და გარდერობია. მაგრამ იქაც მუდმივი ბრძოლაა.

9. კაცების უმეტესობას ეშინია წარმატებული ქალების. ვურჩევ ასეთ ქალებს, ენას კბილი დააჭირონ და ითამაშონ შეთავაზებული თამაში.

10. იდეალური მამაკაცი შეიძლება მხოლოდ თავად გააჩინო.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge