,,საქმეში ემატება მტკიცებულებები, რომლებიც ნეკას სასიკეთოდაა" - რას ჰყვება ჩოგბურთელის უფლებადამცველი

  • fortuna.ge
  • 30 ივნისი 13:29

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი 16 ივლისს არის ჩანიშნული. შემაკავებელ ორდერს, რომელიც სპორტსმენის მიმართ იყო გამოწერილი, ვადა 21 ივნისს გაუვიდა.

ჩოგბურთელის უფლებადამცველი ირმა ჭკადუა „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბასილაშვილს შვილის ნახვის უფლება აქვს, რადგან შემაკავებელ ორდერს ვადა გაუვიდა.


თუმცა, გამოიყენა თუ არა ბავშვის ნახვის უფლება, ამის შესახებ ადვოკატი არ საუბრობს.


„ფორტუნა“ ესაუბრა ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ადვოკატ ანა აბაშიძეს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.


ოჯახის მხრიდან გაჟღერდა მოწოდება, რომ გაგესაჯაროვებინათ ყველა მტკიცებულება, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის დანაშაულს დაამტკიცებდა. აპირებთ სასამართლო პროცესამდე ვიდეოს გასაჯაროვებას?


გასაჯაროვებას რაც შეეხება, რასაც მისი ოჯახი ამბობს, დამიჯერეთ, ეს ბავშვის ინტერესებში არ არის. ჩვენ ამ მტკიცებულებებს მოსამართლეს გადავცემთ. შეგიძლიათ იგივე შეკითხვა დაუსვათ მეორე მხარეს. თუ დარწმუნებულები არიან, რომ მართლები არიან, რატომ არ ასაჯაროვებენ ვიდეომტკიცებულებებს?


ამბობენ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე არ აკეთებენ ამას.


მაშინ ჩვენ რატომ მოგვიწოდებენ, რომ ეს გავაკეთოთ. ანუ ეს სიმართლის დადგენას კი არ ემსახურება, არამედ უნდათ,  რომ მედიაში თავისი სიმართლე ამტკიცონ, მეტი არაფერი.


გაჩნდა საქმეში ახალი დეტალები?


საქმეში ემატება მტკიცებულებები, რომელიც ქალბატონ ნეკას სასიკეთოდაა. დაველოდოთ მოვლენებს. მე, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით, რა ახალი მტკიცებულებებია.


ნიკოლოზ ბასილაშვილს შვილთან მიახლოება კვლავ ეკრძალება?


გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს არც გაუსაჩივრებია ბასილაშვილის მხარეს. ეს კი ნიშნავს, რომ პირადად თავადაც კი ეთანხმებიან ორდერების სისწორეს, რომელმაც ისაუბრა ძალადობაზე ოჯახის მხრიდან  ქალბატონ ნელიზე და მის შვილზე.


ცნობისთვის, სპორტსემნი ნიკოლოზ ბასილაშვილი, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს. ის სასამართლო 100 ათას ლარიანი გიროას სანაცვლოდ გაათავისუფლა.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge