რატომ არის ადამიანი ძალიან მიმზიდველი?

  • trend.ge
  • 30 ივნისი 13:31

თუ დაფიქრდებით ძალინ ხშირად ადამიანები, უბრალოდ, ყველა მიზეზის გარეშე გიზიდავთ. ფსიქოლოგების აზრით ადამიანის მიზიდულობას მეცნიერული საფუძველი გააჩნია. უფრო მეტიც - 5 ძირითად მიზეზსაც ასახელებენ.

 

მაშ ასე:


თვალის გუგები


კვლევების მიხედვით, ადამიანებს განსაკუთრებით იზიდავთ ფართო გუგის მქონე ადამიანები. რადგან ეს მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანს ნამდვილად მოვწონვართ


წელი


წელისა და თეძოების პროპორციას, ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. კვლევების მიხედვით, რაც უფრო მეტადაა წელი გამოკვეთილი, მამაკაცებს მით უფრო მოსწონთ ქალი.


მსგავსება


დიახ, ის ადამიანები უფრო მოგვწონს, ვისაც ჩვენი გარეგნობის მახასიათებლები აქვთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, მისი სახე ძალიან მისაღები და ჩვეულია, შესაბამისად, სხვებშიც გარეგნობის იგივე მახასიათებლები იზიდავს.


ხმის ტემბრი


კველევის თანახმად, მამაკაცის დაბალი ხმის ტემბრი მეტადაა ზრდასრულობასთან ასოცირებული. სწორედ ამიტომ, ეს უფრო მიმზიდველად გვეჩვენება.


სურნელი


ქალის ბუნებრივი სურნელი მის რეპროდუქციულ ჰორმონებზეა დამოკიდებული. კვლევის თანახმად, მამაკაცებს ის ქალები უფრო მოსწონთ, ვისაც ოვულაციის პერიოდი აქვს. ევოლუციურად ეს ძალიან მარტივად აიხსნება - ოვულაცია ციკლის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდია, რაც მამაკაცებს განსაკუთრებით იზიდავთ.


 

სრული ვერსიის ნახვა trend.ge