ჩუმლაყში მკვლელობის საქმის ადვოკატი: ხდება ამ თემით მანიპულირება, რათა დამძიმდეს მისი სოციალური სტატუსი

  • primetime.ge
  • 30 ივნისი 13:08

გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ჩუმლაყში, ორი დღის წინ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა.

ადვოკატი ამბობს, რომ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა ამ თემის პოლიტიზირება სცადეს და ადამიანის უფლებები უხეშად დაარღვიეს.


ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მალხაზ ბადუაშვილის მიმართ, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა გურჯაანში საყოფაცხოვრებო თემაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ხდება ამ თემით მანიპულირება, რათა დამძიმდეს მისი სოციალური სტატუსი და შეიცვალოს საზოგადოებრივი აზრი.


ამ შემთხვევაში მანიპულირებას საინფორმაციო საშუალებებით ახდენენ. პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ტრაგიკულ საქმეს მალხაზ ბადუაშვილის სახელს უკავშირებენ. ვთხოვ მედიას, გამოიჩინოს მეტი ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და როგორც მინიმუმ, მოახდინონ ინფორმაციის დაბალანსება”,-აცხადებს თედლიაშვილი.


ცნობისთვის, ჩუმლაყში მცხოვრები 41 წლის მალხაზ ბადუაშვილი პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გასულ წელს დააკავეს თუმცა, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ის გაამართლა.


 


 
სრული ვერსიის ნახვა primetime.ge