ბელგიის მეფე წუხილს გამოთქვამს ლეოპოლდ II-ის სისასტიკის გამო კონგოში

  • edition.cnn.com
  • 30 ივნისი 12:42

ბელგიის მეფემ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტს „გულწრფელი წუხილის“ წერილი გაუგზავნა.

წერილში მეფე წუხილს გამოთქვამს, რომ ბელგიამ მე-19 საუკუნეში კონგოს მოსახლეობას „აუტანელი ტანჯვა“ მიაყენა. თუმცა წერილში ის ლეოპოლდ II-ის მიერ ჩადენილი სისასტიკის გამო ბოდიშს არ იხდის.


წელს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დამოუკიდებლობის მოპოვების მე-60 წლისთავს აღნიშნავს. წერილში ბელგიის მეფე ფილიპე წერს, რომ „კონგომ და ბელგიამ კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ თავიანთი კავშირები და ჩამოაყალიბონ ნაყოფიერი მეგობრობა, რათა ისაუბრონ საერთო ისტორიაზე, სიმართლესა და მშვიდობაზე“.


ფილიპე ლეოპოლდ II-ის პირდაპირი შთამომავალია. ლეოპოლდ II-მ კი კონგო 1885-1908 წლებში დაიპყრო, ხოლო მოსახლეობას სასტიკად გაუსწორდა, უმეტესი მათგანი კი მონად გაყიდა. ისტორიკოსების შეფასებით, ლეოპოლდის მეფობის დროს კონგოში 10 მილიონი ადამიანი დაიღუპა.


„ჩვენი ისტორია საერთო მიღწევებს ეფუძნება, მაგრამ ის ასევე შეიცავს მტკივნეულ ეპიზოდებსაც. კონგოს დამოუკიდებლობის პერიოდშიც კი მოხდა არაერთი ძალადობის ფაქტი, რომელიც კვლავ რჩება ჩვენს კოლექტიურ მახსოვრობაში“, წერს მეფე.


„კოლონიურმა პერიოდმა ჩაგვრა, დამცირება და ტანჯვა მოუტანა კონგოს“, ნათქვამია წერილში.


„მინდა წუხილი გამოვთქვა წარსულთან დაკავშირებით, დისკრიმინაციით გამოწვეული ტკივილი დღესაც გვახსენებს თავს“, აღნიშნა მეფემ.


როგორც ცნობილია, მეფე ლეოპოლდ II-ის ძეგლი ბელგიაში შეურაცხყვეს და სხვადასხვა ფერის საღებავებით გადაღებეს. ამით მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აქტივისტებმა გამოხატეს პროტესტი იმ დისკრიმინაციაზე, რომლის მთავარი გმირიც ლეოპოლდ II იყო.  


1908 წელს კონგო ბელგიის სამეფოში შევიდა, ხოლო 1960 წელს - დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სრული ვერსიის ნახვა edition.cnn.com