,,გაჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია" – ადვოკატი

  • imedinews.ge
  • 30 ივნისი 12:20

ადვოკატი მზია ქასრაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანამდე ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ თქვა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს გარეგანის გარდა შინაგანი დაზიანებები ჰქონდა.

„ალქსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილს აქვს მიყენებული ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს დარტყმის სიძლიერით. რამაც გამიჩინა ეჭვი რომ ეს არის მკვლელობა. ეს რა თქმა უნდა ჩემი მოსაზრებაა. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცურდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, ეს მასზეა დამოკიდებული“, - აცხადებს მზია ქასრაშვილი.


ქასრაშვილი ვახო ახვლედიანის ადვოკატია, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს და გარდაცვლილი მიცემული ჩვენების თანახმად ბოლოს მან ნახა.


28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.


27 ივნისს პროკურატურამ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.


 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge