ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე და ,,ოქროს მოწმის" შეცვლილი ჩვენება - სპორტსმენები შესაძლოა გაათავისუფლონ?

  • newposts.ge
  • 30 ივნისი 12:14

19 წლის გარდაცვლილი ფეხბუერთელის საქმის "ოქროს მოწმემ", გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა, გური ამირხანაშვილმა თავდაპირველი ჩვენება შეცვალა.ის პირველ ჩვენებაში წერდა, რომ თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხოლო მეორე ჩვენებაში ეს ნაწილი არ იძებნებნა.

"აღნიშნულმა ​პიროვნებებმა მე არ გამიჩერეს მანქანა. და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ქ. თბილისის მიმართულებით და ჩამომსვეს ქ. თბილისში, დიდუბის ავტოსადგომის მიმდებარედ "ლიდერბეთსა" და "ლუკოილის" ბენზინგასამართ მიმდებადედ"- წერდა ამირხანაშვილი თავდაპირველ ჩვენებაში.


აღსანიშნავია, რომ დაკავებული სპორტსმენების ნაწილს ბრალი სწორედ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვთ წარდგენილი. მათ წინააღმდეგ ჩვენება სწორედ ამირხანაშვილმა მისცა.


შეცვლილი ჩვენების შემდეგ, დაკავებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენება დაუშვებელი ჩვენებაა.


"რაც შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ჩათვალეთ, რომ ეს საქმე ჩამონგრეულია"- ამბობს ადვოკატი გიორგი გელხაური.


ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც აღნიშნავს, რომ ამირხანაშვილი ჩვენებაში "ძალადობას არ ადასტურებს".


"თუ ოთხივე ჩვენებას შევადარებთ, იგი ცალსახად ადასტურებს, რომ არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონია"- აცხადებს ადვოკატი.


ვინ არიან 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ქართველი სპორტსმენები


ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი, რომელიც ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონია.


მორაგბეები: არჩილ გაგნიძე, ვასილ მახარაძე და ნიკა ჟვანია.


19 წლის ფეხბურთელი, ირაკლი წაქაძე.


შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. 4–დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მის ცხედარს მდინარე არაგვში მიაგნეს. ცხედარს დაზიანებები აღენიშნება


 

სრული ვერსიის ნახვა newposts.ge