,,დღეს მოტყუებისა და მოლაპარაკებების დარღვევის ტენდენციები იმატებს, იყავით ყურადღებით" - მიხეილ ცაგარელი

  • 30 ივნისი 12:11

30 ივნისის მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიურ პროგნოზს პორტალი ,,ფორტუნა" ავრცელებს.

დღეს მოტყუებისა და მოლაპარაკებების დარღვევის ტენდენციები იმატებს, იყავით ყურადღებით. ყველაფერი ზედმეტი მოიშორეთ, თუნდაც ნივთები.


პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, დაკრეფისა და გახმობისათვის, ახალი საქმის დასაწყებად, მსხვილი შენაძენის გაკეთებისთვის, ენდოკრინული სისტემის მკურნალობისთვის. მოერიდეთ მგზავრობასა და ადგილსამყოფელის შეცვლას, ასევე სესხის აღებას.


ჯანმრთელობა – შარდ-სასქესო, რეპროდუქციული სისტემა, ცხვირის ზონა, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.


დღის ფერები და მინერალები  – წითელი, შავი, ყვითელი და ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, თოპაზი, ოფსიდიანი, ქრიზოპრაზი და იასპი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.


ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და ქალწულისათვის, დაძაბულია დღე ვერძისა და მერწყულისათვის.