,,ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება, მაგრამ ამად ღირდა!" - რას წერს გიგა მაქარაშვილი

  • 30 ივნისი 11:41

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, ,,გავრილოვის ღამეს” დაშავებულ მაკო გომურთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

,,ძალიან ძვირი დაგვიჯდა ეს გამარჯვება, მაგრამ როგორც თავად თქვი, ამად ღირდა!


მადლობა შენი მსხვერპლისთვის და მადლობა, რომ ამ ბრძოლაში სულ წინა ფლანგზე იდექი!


ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება” – წერს გიგა მაქარაშვილი.


ცნობისთვის, მაკო გომურმა “გავრილოვის ღამეს” აქციის დარბევისას, რეზინის ტყვიის მოხვედრის გამო ცალი თვალი დაკარგა. გამარჯვებად კი მაქარაშვილი პროპორციული არჩევნების სისტემის მიღებას თვლის, რომლის შესახებაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.