თბილისში ახალგაზრდას ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს

  • pia.ge
  • 30 ივნისი 11:31

თბილისში ახალგაზრდას ურთიერთშელაპარაკების დროს ბენზინი მიასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, დაკავებულია 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.


სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.


განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge