ეკა კვალიაშვილი: მათ პირს შაქარი, ვინც ფიქრობს, რომ ჩემი იმიჯის ცვლილება საყვარელ მამაკაცს უკავშირდება

  • თბილისელები
  • 29 ივნისი 17:59

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა იმიჯი შეიცვალა. როგორც ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, ერთი და იგივე ვარცხნილობა მობეზრდა და თმა ამ მიზეზით შეიჭრა.

ეკა ფიქრობს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და ადამიანის იმდენის წლის არის, რამდენიც ეტყობა. როგორც კვალიაშვილი ამბობს, მის პირად ცხოვრებაში სიახლეები ამ ეტაპზე არ არის. ორი მამაკაცი კი, რომელსაც სიყვარულის ზღვაში აბანავებს, მისი შვილიშვილებია.


„იმიჯის ცვლილებაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, მომბეზრდა ერთი და იმავე ფორმაში სიარული და თმა შევიჭერი. დიდი ხანია, იმიჯი არ შემიცვლია, მომწონს გრძელი და შუაზე გაყოფილი თმა და ბოლო შვიდი წელი, სულ ასე ვატრებდი. თუმცა, ახლა რომ შევიჭერი, ყველა მეუბნება, გიხდება და ასაკიც დაგიგდო, 15-20 წლით გაახალგაზრდავდიო. მიხარია, თუ ასეა. საერთოდ, ვთვლი, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და როგორც გამოიყურები, ზუსტად იმ წლოვანების ხარ. ასაკი ვიღაცისთვის სიბერეა, ჩემთვის კი – უბრალოდ გამოცდილება. ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეა. განვლილი წლების განმავლობაში, კიდევ ვამბობ, დიდი გამოცდილება შევიძინე, მეტი დავინახე, განვიცადე და უფრო მეტად დავჭკვიანდი (იცინის). ამ გადმოსახედიდან კი ერთ რამეს მივხვდი – ყველანაირი აგრესია ხელს უშლის ადამიანს, რომ მის გარშემო დადებითმა ენერგიამ იტრიალოს და იყოს ბედნიერი. მათ პირს შაქარი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ჩემი იმიჯის ცვლილება საყვარელ მამაკაცს უკავშირდება (იცინის). არ დაგიმალავთ, ახლა ნამდვილად არავინ დგას ჩემ გვერდით. სხვა გეგმები და საქმეები მაქვს, სერიოზულ პროექტზე ვფიქრობ. ჩემს საქმეებს უნდა მივხედო, ჩემი პროექტის რეალიზებაზე ვარ გადართული. მე არ ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ვარ. წარუმატებელი და საწყალი ის უფროა, ვისაც ცხოვრებაში სიყვარული არ ღირსებია. არაფერს ვნანობ. არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. იტყვიან და გაჩუმდებიან. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ორი მთავარი მამაკაცი – ჩემი შვილიშვილები და მათ „ვაბანავებ“ დიდი დოზით იმ სიყვარულში, რაც ჩემშია“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.

წყარო: თბილისელები