ეკა კვალიაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა

  • თბილისელები
  • 29 ივნისი 17:24

მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა იმიჯი შეიცვალა და ამის ფონზე, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმიჯის ცვლილებას არ უკავშირდება და მისი პოზიტიური განწყობისა და დადებითი ემოციების ბრალია, რომელსაც ის სამყაროში უშვებს და უკანვე უბრუნდება.

მომღერალი ამბობს, რომ დაავადება დაამარცხა თუმცა ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ესაჭიროება. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან რომელშც ეკა კვალიაშვილი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს:


 


– ეკა, არაჩვეულებრივად გამოიყურები და ბევრს ჰგონია, ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც გქონდა, მოიგონე. ვიცი, ამ მხრივ, საკმაოდ რთული პერიოდი გაიარე. ახლა როგორ ხარ? განაგრძობ მკურნალობის კურსს?


– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი და ჩემი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ გეტყვით, რომ გადავლახე საკმაოდ რთული პერიოდი და ახლაც არ ვარ სრულად გამოჯანმრთელებული, თუმცა, ამაზე არ ვფიქრობ და ყველაფრს პოზიტიურად ვუყურებ. მინდა, დავაიმედო გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები და მათ ვუთხრა: მე მქონდა ამ დაავადების არააგარესიული ფორმა, რომელიც ასაკთან ერთად, უკან იხევს. მე დავამარცხე ეს დაავადება ჩემი განწყობითა და ფსიქოლოგიით. თუმცა ის თავის შედეგებს ტოვებს და რეაბილიტაცია სჭირდება.


– ბევრი ცნობილი ადამიანი თავის ცხოვრების დეტალებს მალავს. თუმცა, შენ გადაწყვიტე, ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანო, ფურცელზე გადაიტანე და მემუარების წერა დაიწყე. რატომ მოგინდა, შენი ცხოვრების დეტალები ყველას გაეგო, ეს ხომ ძალიან პირადია?


– საჯარო ადამიანი ვარ და აინტერესებთ, ჩემი ცხოვრების დეტალები. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაცას მალავს და ჩქმალავს. არაფერი მაქვს დასამალი – სამჯერ ვიყავი გათხოვილი, ყველამ იცის. ავად რომ ვიყავი, ყველამ იცის. კარგად რომ ვმღერი, ესეც იციან. მარიკა კვალიაშვილის ძმისშვილი რომ ვარ, ესეც იციან. ნაქირავებ ბინაში რომ ვცხოვრობ, ესეც იციან... და, რაც ვარ, ეს ვარ. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ გამიმართლა ცხოვრებაში. ის, რომ ჩემ გვერდით მამაკაცი არ დგას, ეს გაუმართლებლობას არ ნიშნავს. დღეს არ დგას და შეიძლება, ხვალ იდგეს, არაფერია გამორიცხული.

წყარო: თბილისელები