როგორ იქცევიან საოცნებო მამაკაცები?

  • თბილისელები
  • 29 ივნისი 16:04

ფსიქოლოგების აზრით „კარგი ტიპი“ – ანუ ღირსეული მამრი ასე იქცევა:

 * მართალია, კბილების ღრჭიალით, მაგრამ მაინც წავა ექიმთან და საქმეს „სასწრაფოს“ გამოძახებამდე არ მიიყვანს;


* თუ დასჭირდა, ფულის ეკონომიასაც ისწავლის და მეტის შოვნასაც შეეცდება;


* მანქანის საჭესთან მთვრალი კი არა, ოდნავ ნასვამიც კი არ დაჯდება;


* გააცნობიერებს, რომ ქალთან კამათში ხანდახან მარცხიც „მოსულა“;


* არავის დაადანაშაულებს, მე რაც მჭირს, ეს ამისა და იმის ბრალიაო.


ღირსეულ მამრს ქალის უგუნებობა, ბავშვის ფაღარათი ან პირღებინება ტრანსში არ აგდებს. „ექსპერტების“ დაკვირვებით, სწორედ ასეთი არაჭირვეული და არაფხუკიანი კაცები არიან საუკეთესო ქმრები, ვინაიდან ქალს ისეთს იღებენ, როგორიც არის და არ ცდილობენ მათი ფიზიოლოგიის საკუთარი ახირებებისთვის მორგებას.
მათ შესანიშნავად იციან, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია განსხვავდება ქალის ფსიქოლოგიისგან, რომ ქალი ემოციური, რთული და ამოუცნობი არსებაა. ამიტომაც პრეტენზიების სიას კი არ უყენებს მას, არამედ აძლევს საშუალებას, იყოს ისეთი, როგორიც ბუნებამ შექმნა.


ღირსეულმა მამრმა ზუსტად იცის, როდის რა უნდა და როგორ უნდა მოიქცეს. ეძინება? დაიძინებს. შია? შეჭამს.


აღარ უნდა დალევა? აღარ დალევს… მოკლედ, სწრაფად ხვდებიან, რაშია პრობლემა და მათთვის თავგზის არევა არც ისე იოლია.


ღირსეული მამრი აზარტული თამაშების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან, კარგად ესმის, თუ „დიდი ფულის“ პატრონი არ ხარ, ზედმეტის მოხვეჭის იმედად გარისკვა, სისულელეა.


შეცდომის აღიარებაც შეუძლია და პატიების თხოვნაც. არ იტყუება! მას ეს არაფერში სჭირდება და იმიტომ. სკანდალის მოყვარულ ტიპებთან უცებ აგვარებს საქმეს. რა მეთოდით, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, რა სახისაა ეს პრობლემა.


გრძნობებს არ გაურბის. უყვარდება და თავსაც აყვარებს. სხვათა შორის, ასეთები ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ რომანტიკული სიყვარულის უნარს. თავის ქალს სხვების დასანახად კი არ უვლის და უფრთხილდება, მართლა ხელისგულზე ატარებს.


„გადამკვდარი“ მამაა. ვერც ცოლთან გაყრა, ვერც უცხო ქვეყანაში გადახვეწა, ვერც ყოფილი ნათესავების თავგამოდებული წინააღმდეგობა ვერ შეუშლის ხელს, იყოს მამა. ის მამაა და მორჩა!


აი, ასეთია ქართველი ქალის საოცნებო კაცის აუცილებელი ნიშნები თუმცა, რატომ მხოლოდ ქართველი ქალის, ასეთ კაცზე არც სხვა ერის წარმომადგენელი ქალბატონები იტყოდნენ უარს.

წყარო: თბილისელები