რომელ რიცხვში ნანახი სიზმარია წინასწარმეტყველური?

  • თბილისელები
  • 29 ივნისი 15:38

თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, გიყვართ ოცნება და სხვადასხვა ისტორიის შეთხზვაც კარგად გამოგდით, ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ ნათელ და მკაფიო სიზმრებს ხედავთ.

მეოცნებე ადამიანებს აქტიურად ტვინის ის ნაწილი უმუშავებთ, რომლებიც სიზმრებსა და წარმოსახვას განაგებს. ამიტომ, ასეთი ადამიანები გაცილებით ხშირად ხედავენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს, ვიდრე სხვა დანარჩენები.


„გამოცხადებები“ ხშირად იმათაც ესიზმრებათ, ვინც მედიტაციით არიან დაკავებული, რადგან მათ, კარგად შეუძლიათ საკუთარი ფანტაზიის გაღრმავებაზე მუშაობა, ფანტაზიის აქტიურობა კი ტვინის იმავე უბნის აქტივობას ნიშნავს.


წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავენ ადამიანები, რომლებსაც განვითარებული აქვთ მეექვსე გრძნობა, ანუ, ეგრეთ წოდებული, ინტუიცია. მეექვსე გრძნობის აქტივობა ტვინის იმ უბნის აქტივობასთან შედის კავშირში, რომელიც სიზმრებს განაგებს. წინასწარმეტყველური სიზმრის გამორჩევა კი სხვა, რიგითი სიზმრისგან მარტივია – ეს ხილვა იმდენად ცხადია, რომ გამოღვიძების შემდეგ კადრები და სიზმრად ნანახი შეგრძნებები მალ-მალე გახსენებთ თავს.


თუმცა, სიზმარში ნანახი ყოველთვის არ ცხადდება. ეს უმთავრესად იმაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაგესიზმრათ. მაგალითად, მთვარის კალენდრის მიხედვით, ნანახი არ ახდება მთვარის მილევისას, მაგრამ ძალიან მალე აგიცხადდებათ მის მზარდ ფაზაში. სავსემთვარეობისას სიზმარი მოსალოდნელ ემოციურ მოვლენებს წინასწარმეტყველებს, ხოლო ახალი მთვარე შორეულ პერსპექტივაში მოსახდენ მოვლენებს ხსნის. ასევე, დაუკვირდით თვის რომელ რიცხვში ნახეთ. სიზმარი შეიძლება ახდეს ნებისმიერ დღეს, გარდა 2, 14, 16, 25, 27 რიცხვებისა. ყველაზე უტყუარი 30-ის ღამეა, ხოლო 31-ში მხოლოდ სასიყვარულო ამბებს უწერია ახდენა. კვირის დღეების მიხედვით კი, სიზმრის ახდენის შესაძლებლობა შემდეგნაირია: ორშაბათი – ახდება, ოღონდ რამდენიმე თვის, შესაძლოა, წლის შემდეგაც კი. სამშაბათი – თითქმის აუხდენელია, მაგრამ ნანახი თუ ძალიან მკაფიო და რეალისტურია, 10 დღეში აგიცხადდებათ. ოთხშაბათი – ამ ღამეს ყველაზე ხშირია უტყუარი, ნათელი და გასაგები წინასწარმეტყველება, რომელიც ძალიან მალე სრულდება. ხუთშაბათი – ასეთ დროს სიზმარი იშვიათად ახდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ნანახი ძლიერ ემოციებს იწვევს, მაშინ მის ასრულებას 3 დღეში ელოდეთ. პარასკევი – ახდენის შანსი ყველაზე ხშირია 7-10 დღის განმავლობაში, ოღონდ თუ კოშმარი ნახეთ, სასწრაფოდ ვინმეს მოუყევით, რომ მისი რეალიზების შესაძლებლობა გამოირიცხოს. შაბათი – პრაქტიკულად, ცარიელი სიზმარია. კვირა – შედარებით რეალისტური და მკაფიო სიზმარი შეიძლება, იმავე ან მომდევნო დღეს ახდეს და თუ ასე არ მოხდა, საერთოდ დაივიწყეთ და ნუღარ გაიხსენებთ.

წყარო: თბილისელები