პრემიერი აქციის დაშლაზე: შემდგომშიც, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს

  • pia.ge
  • 19 ნოემბერი 12:54, 2019 წელი

"შემდგომშიც, უპასუხისმგბელო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გუშინ, პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. 

"ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში სრულად არის დაცული. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის ტავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემების გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ბლოკირებისკენ ჯერ ქუჩების, შემდეგ პარლამენტის შენობის, შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირება დადგა კითხვის ნშნის ქვეშ, პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ისინი, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ დეპუტატებს, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რისი სრული უფლებამ ჰქოდნათ - უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ, რაც გააკეთა კანონის ფარგლებში. შემდგომშიც, უპასუხისმგბელო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდეგ, სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებ იგივეს",- განაცხადა გახარიამ.


შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს, დაახლოებით, 17:00 საათისთვის დაიწყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს წლის ჭავლი. ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10-მდე კარავია გაშლილი, საავტომობილო მოძრაობა კი, აღდგენილია.


მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ბოლო ორი დღის საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge