დავით ბერძენიშვილი: შვილის სასამართლოზე ყოფნა ჩემი ცხოვრების ოცნება არ ყოფილა

  • pia.ge
  • 19 ნოემბერი 12:20, 2019 წელი

„შვილის სასამართლოზე ყოფნა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების ოცნება“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური“ პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა დავით ბერძენიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მას იმედი აქვს, არცერთს ექნება სერიოზული პრობლემა, ვინც გუშინ პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე დააკავეს.


„ვინც მოხვდათ ხელში, ის დააკავეს, შესძლოა ვინც უფრო იცნეს და ვისზეც უფრო გაბრაზებულები იყვნენ იმათ მიმართ მეტი ძალისხმევა გამოიჩინეს“, - განაცხადა „კურიერთან“ დავით ბერძენიშვილმა.


შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის უკანა და გვერდით შესასვლელებთან აქცია დაშალეს. აქცია მხოლოდ მთავარ შესასვლელთან გაგრძელდა. აქციის დაშლისას, ასევე მიმდინარეობისას აქტივისტები დააკავეს. დაკავებულებს შორის დავით ბერძენიშვილის შვილიც არის.  

სრული ვერსიის ნახვა pia.ge