მესტიაში, ეცერის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

  • pia.ge
  • 19 ნოემბერი 12:15, 2019 წელი

არსებული ინფორმაციით, ხანძრის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია და სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული მეხანძრე- მაშველები სამუშაოებს განაგრძობენ.

ასევე ეცერის ტყის გარკვეულ ადგილებში დაკვამლიანება შეინიშნება, თუმცა ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს.


ხანძარი მესტიაში ცხუმარისა და ეცერის ტყეებში ორი დღის წინ გვიან ღამით გაჩნდა.


ხანძრის გაჩენის წუთიდან მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილობრივებიც მუშაობდნენ.


შსს-მ მომხდარზე გამოძიება 304-ე მუხლით დაიწყო, რაც ტყის ან ნარგავების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge