"დაშორების შემდეგ არ მინდა ხოლმე, მის შესახებ რამე გავიგო, ან ვნახო, შეიძლება, ფოტოებიც კი წავშალო"

  • თბილისელები
  • 18 ნოემბერი 21:35

მომღერალი ავთო აბესლამიძე ჟურნალ "თბილისელებისთვის" მიცემულ ინტერვიუში მის პირად ცხოვრებაზე ისუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს აბესლამძის ინტერვუდან:


– პირად ცხოვრებაში გაქვს სიახლეები?


– არა, რადგან ახლა ამ კუთხით, ცოტა დეპრესული ვარ. ჩემს მეგობრებს რომ ვუყურებ, ცოლები ჰყავთ, შვილები. ჩემი ცხოვრება კი სხვა კუთხით წავიდა – რომ მღერი და ჯერ ისეთ ეტაპზე ხარ, რომ სხვა რაღაცები გაქვს გასაკეთებელი. ზოგჯერ არის ხოლმე შეხალისების მომენტები: აუ, რა მაგარია, მეც მინდა, სახლში რომ მივალ, ჯიგარი ცოლი რომ გყავს და არ გეტყვის: ამ დროს სტუმრებს რა უნდათო და პირიქით, გემრიელად გადაგყვება ზედ. ანუ გამგები ადამიანი უნდა იყოს. მე ისეთი ტიპი ვარ, მჭირდება, რომ ესმოდეს ჩემი, კარგად გამიგოს, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი ტიპი არ გამოჩნდა ან მე არ მქონია დიდხანს ვინმესთან ურთიერთობა. ფლირტი და ერთთვიანი ურთიერთობა ამას ვერ მოგიტანს, თან ფლირტი კი იცი ხშირად საითკენ მიდის. ან არ მქონია სერიოზული ურთიერთობა, ან არ მინახავს ასეთი ადამიანი, ან იმალება და გამოჩნდება ოდესღაც, მეც დამარტყამს. არის მომენტები, როცა გგონია, რომ ეს ის არის, მაგრამ მერე ის არ აღმოჩენილა. მქონდა ურთიერთობა, რომელიც დამთავრდა და გადავყევი.


– რატომ დაშორდით?


– დაშორების შემდეგ არ მინდა ხოლმე, მის შესახებ რამე გავიგო, ან ვნახო, შეიძლება, ფოტოებიც კი წავშალო. იმიტომ კი არა, რომ იმ ადამიანის დანახვა არ მინდა ან მეზიზღება, უბრალოდ, საკუთარ თავს ვეხმარები ხოლმე. დავბლოკე სოციალურ ქსელში, ფოტოები წავშალე, რადგან თუ იცი, რომ ასე გადაწყვიტე, უნდა დაეხმარო საკუთარ თავს. ერთმანეთს მშვიდად, ჯიგრულად დავშორდით, უბრალოდ, მე მჭირდებოდა ეს ყველაფერი, რომ ადვილად გადამეტანა. სოციალურ ქსელში რომ არის, მერე გიწევს შესვლა, ათვალიერებ და ღიზიანდები. მე ეს გაღიზიანება ხასიათში გადამდის ყველასთან ურთიერთობაში, საქმეში. ამიტომ ვბლოკავ და საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ სიზმარია. ვერ ვიქნებოდით ერთად და ჯობდა, ცალ-ცალკე ვყოფილიყავით. შინაგანად ძალიან ცუდად ვიყავი და უკვე ისე გამოვხატავდი, რომ მეგობრებიც ბრაზდებოდნენ. ამიტომ საკუთარ თავს ვებრძოდი.

წყარო: თბილისელები