"აქციის დაშლისას თუკი ვინმეს თავის შეფარება მოუნდება ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება"

  • 18 ნოემბერი 17:39

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე აქციის მონაწილეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს:

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის", - წერს გიორგი კეკელიძე.