პარლამენტთან აქციას წყლის ჭავლით შლიან

  • 18 ნოემბერი 17:24

სპეცდანიშნულების რაზმებმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლა დაიწყეს. სპეცრაზმთან ერთად პარლამენტის უკანა შესასვლელთან წყლის ჭავლის მანქანა შევიდა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი გუშინდელი საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.