გრიგოლ ვაშაძე ჟურნალისტებს: კამერები იქით მიატრიალეთ, თქვე ჩემისებო, რას იღებთ?

  • 18 ნოემბერი 17:05

„თავი მიატრიალეთ, კამერები მიატრიალეთ, თქვე ჩემისებო“,- ასე მიმართა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს.

სამოქალაქო აქტივისტებსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტის შესასვლელებთან კარვები აქვთ გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება. დღეს 12:00 საათზე და 15 საათზე პარლამენტში სხდომები იყო დანიშნული, მაგრამ დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. ამ დროისთვის პარლამენტთან სპეცრაზმია მობილიზებული.