სპეცრაზმი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა

  • 18 ნოემბერი 17:00

სპეცრაზმი პარლამენტის შენობისკენ დაიძრა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიციამ გაფრთხილება მისცა, რომ 30 წუთის განმავლობაში დაეშალათ ბარიკადები და დაეტოვებინათ ტერიტორია.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტი გუშინდელი საღამოს შემდეგ პიკეტირებული იყო. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტში არ შეუშვებდნენ, სანამ მათი მოთხოვნა, საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, არ დაკმაყოფილდებოდა.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კი აცხადებდნენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა არ უნდა შეფერხებულიყო.